::TCS::
 
 
ENG  |GEO
 




შარაშიძის ქუჩა

ბაქოს ქუჩა
 

მცირერიცხოვანი ინფორმაცია სკოლის შესახებ.

ინგლისური ენისა და კომპიუტერის თბილისის ცენტრალური სკოლა “თისიესი” 15 წელია, რაც აგროვებს იმ წარმატების რესურსებს, რითაც დღეს მსოფლიოს საუკეთესო სკოლათა რიგში დგას. 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც სკოლა შეიქმნა, საქართველოში უამრავ სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემასთან ერთად, შეიძლება ითქვას, განათლების სფერო საერთოდ აღარ არსებობდა. არ იყო დაარსებული ბრიტანეთის და ამერიკული საბჭოები, არ იყო ენის სასწავლო პროგრამები, მაგრამ იყო დიდი მოთხოვნა ინგლისური ენისა და კომპიუტერის შესწავლაზე.
თუ არა მთელი პედაგოგიური კოლექტივის თავდადებული შრომისმოყვარეობა, ენთუზიაზმი და უდიდესი სურვილი, რომ შეექმნათ თანამედროვე სტანდარტების მქონე ენის სკოლა; თუ არა მიზანი იმისა, რომ ჩვენი მოსწავლე-ახალგაზრდობა ჩაერთოთ ევროპისა და აშშ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროცესში, ალბათ ნამდვილად შეუძლებელი იქნებოდა პოსტსაბჭოთა არეალისთვის სრულიად უცხო სწავლების დანერგვა და ენის სკოლის შექმნა.
დღეს ეს სკოლა დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ენის აკადემიის “კაპლან-ასპექტის” ოფიციალური პარტნიორი სკოლაა. აკრედიტებულია ბრიტანეთის საბჭოს მიერ. თანამშრომლობს ამერიკულ საბჭოსთან, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრებო ორგანიზაციასთან. არის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების საბაზო სკოლა. ჩვენს სკოლაში წლების მანძილზე სწავლობდნენ და ენის ცოდნას იმაღლებდნენ დიდ ბრიტანეთის, აშშ-ს, ირანის საელჩოების, გაეროს, ეუთო მისიის და სხვა ორგანიზაციების თანამშრომლები.
თისიესი ამზადებს და მის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას აიღონ საერთაშორისო სერთიფიკატები: FCE, CAE, CPE, IELTS, TOEFL, GMAT, GRE.
სტუდენტები ენის პრაქტიკას გადიან ბრიტანეთსა და აშშ-ში პარტნიორი სასწავლებლის “კაპლან ასპექტის” სასწავლო ცენტრებში, რომელთა რიცხვი 40-ზე მეტია და განფენილია მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში.
ჩვენი ყოფილი სტუდენტები არიან დღეს უკვე ცნობილი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს სკოლაში!

 

 

 

 
 

 


 
   აკრედიტებულია ბრიტანეთის საბჭოს მიერ Developed @ 2008 by "Magic-Design"