-
“თისიესი” ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა თუ სპეციალიზირებული ენის სკოლა? რა განსხვავებაა მათ შორის?
ინგლისური ენის სკოლა “თისიესი” არ არის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა. ის არის სასწავლებელი, სადაც ენის სწავლება გათვალისწინებულია ყველა ასაკის ადამიანისთვის სკოლის, უნივერსიტეტის და სამსახურის პარალელურად.
საგაკვეთილო დრო არის კვირაში 3-ჯერ, ერთი საათი.
გაკვეთილი არის 2 ტიპის:
ჯგუფი – 3-5 სტუდენტის შემადგენლობით.
One to One– 1 პედაგოგი 1 სტუდენტთან.
-
რა ასაკის სტუდენტებს ვასწავლით?
ყველა ასაკის სტუდენტებს ვასწავლით შესაბამისი ასაკობრივი პროგრამებით.
ბავშვები 7-11 წლის;
თინეიჯერები 12-16 წლის;
უფროსი ასაკი 16 + (ასაკი შეუზღუდავია).
-
აბიტურიენტებს ვამზადებთ თუ არა?
რასაკვირველია აბიტურიენტებს ვამზადებთ. სააბიტურიენტი პროგრამა აბსოლუტურად ექვემდებარება კემბრიჯის უნივერსიტეტის საგამოცდო პროგრამებს. ინგლისური ენის ეროვნული გამოცდა არის სრული ანალოგი კემბრიჯის გამოცდის “PET” (IV საფეხური, საშუალო დონე), რომელსაც ჩვენ სხვა გამოცდებთან ერთად 15 წელია ვამზადებთ.
-
რას ნიშნავს ენის ინდივიდუალური და ჯგუფური სწავლების მეთოდით სწავლება? აქვთ თუ არა რომელიმე მათგანს უპირატესობა?
არსებობს ენის სწავლების 2 მეთოდი: ინდივიდუალური და ჯგუფური.
I. ინდივიდუალური არის 2 ტიპის:
ა. One to One – ერთი სტუდენტი ერთ პედაგოგთან;
ბ. მცირერიცხოვანი ჯგუფი – 3-5 სტუდენტი ჯგუფში.
II ჯგუფური სწავლება ითვალისწინებს 8-12 სტუდენტს ჯგუფში.
ინდივიდუალური სწავლების დროს ჯგუფები სწავლების ინტენსივობის მიხედვით იყოფა კატეგორიებად. სულ არის 3 კატეგორიის ჯგუფი: ინტენსიური, საშუალო და მცირე დატვირთვით მომუშავე. მათში სტუდენტები სწავლის უნარის მიხედვით ნაწილდებიან, რადგან სხვადასხვა კატეგორიის ჯგუფს სასწავლო მასალა სხვადასხვა დოზით მიეწოდება. სწავლების ვადებიც ჯგუფის კატეგორიაზეა დამოკიდებული.
ამ მეთოდის უპირატესობა არის ის, რომ პედაგოგი ახერხებს სტუდენტებთან ინდივიდუალურად მუშაობს. სტუდენტს კი, რომელიც მისი უნარის მიხედვით ზის შესაბამისი კატეგორიის ჯგუფში, ეძლევა თავისი შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოვლინების საშუალება. ყოველივე ამის შედეგად სასწავლო პროცესი გაცილებით უფრო ეფექტური ხდება.
ჯგუფური სწავლების დროს სტუდენტთა რაოდენობა 8-12, ზოგ შემთხვევაში 15 კაცით განისაზღვრება. ბუნებრივია, პედაგოგი ვერ ახერხებს თითოეულ სტუდენტთან მუშაობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უცხო ენის სწავლების დროს. სასწავლო მასალა წინასწარ ზუსტად განსაზღვრულ ვადაშია მოცემული. ვინ რა ხარისხით დაძლევს მიწოდებულ მასალას, მთლიანად სტუდენტზეა დამოკიდებული.
ჩვენი პრიორიტეტი ენის ინდივიდუალური სწავლების მეთოდია.
-
რა სერთიფიკატებს სთავაზობს “თისიესი” კურსდამთავრებულებს და რა სტატუსს ატარებს ეს სერთიფიკატები?
“თისიესში” ენის სწავბა მიმდინარეობს ბრიტანული მეთოდით გათვალისწინებული 6 საფეხურის მისედვით. ნებისმიერი საფეხურის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეუძლია აიღოს შესაბამისი დონის სერტიფიკატი. ის სტუდენტი, რომელიც ენის სასწავლო პრაქტიკას გადის ჩვენს პარტნიორ სკოლაში დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, იღებს ბრიტანეთის საერთაშორისო ენის აკადემიის “კაპლან ასპექტის” სერთიფიკატს.
ამის გარდა “თისიესი”-ს სტუდენტები გადიან მოსამზადებელ კურსს, აბარებენ გამოცდებს თბილისში არსებულ ბრიტანულ და ამერიკულ საბჭოებს და იღებენ საერთაშორისო სერთიფიკატებს.
ბრიტანული (კემბრიჯის უნივერსიტეტის) სერთიფიკატები:
PET, FCE, CAE, CPE, IELTS.
ამერიკული:
TOEFL, GMAT, GRE.
“თისიესი”-ს და “კაპლან ასპექტი”-ს სერთიფიკატები არის სტუდენტის მიერ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ჩV-ის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება და ეხმარებათ სამსახურის შოვნასა და პირადი კარიერის მოგვარებაში.
საერთაშორისო სერთიფიკატები გამოიყენება რა თქმა უნდა სამსახურისთვის საქართველოში, მაგრამ ამავე დროს სასწავლად ბრიტანეთის, აშშ და ევროპის ინგლისურენოვან უნივერსიტეტებში და კოლეჯებში, სამუშაოდ უცხოეთში, ასევე გამოიყენება პროფესიულ საერთაშორისო თრეინინგების, გრანტების პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.
სერთიფიკატების მფლობელები საქართველოში თავისუფლდებიან მაგისტრატურის და დოქტორანტურის გამოცდებისგან.
-
რა ვადებში ხდება ენის დაუფლება?
ყველა საფეხურს საპროგრამო მასალის მოცულობის და სირთულის მიხედვით სხვადასხვა დრო ესაჭიროება.
უფროსი ასაკის სტუდენტებისთვის სწავლება 6 საფეხურიანია და შემდეგ ვადებს მოიცავს:
I. BEGINNER 2-3 თვე
II. ELEMENTARY 3-4 თვე
III. PRE INTERMEDIATE 4 თვე
IV. INTERMEDIATE 4 თვე
V. UPPER INTERMEDIATE 5-6 თვე
VI. ADVANCED 5-6 თვე
სრული კურსის ე.ი. 6 საფეხურის გავლას ესაჭიროება 25-27 თვე 3 აკადემიური წელი.
სტუდენტს შეუძლია ნებისმიერი საფეხურის გავლის შემდეგ შეწყვიტოს სწავლა (მისი მიზნის მიხედვით) და მიიღოს შესაბამისი დონის სერთიფიკატი.
თინეიჯერების პროგრამა 6 საფეხურისგან შედგება და მოიცავს საწყისიდან საშუალოზე მაღალ დონეს.
თითო საფეხურს სჭირდება 6 თვე სულ 36 თვე ანუ 4 აკადემიური წელი. შემდეგ მოსწავლეები გადადიან უფროსი ასაკის ბოლო – უმაღლეს საფეხურზე.
საბავშვო პროგრამა 4 საფეხურისგან შედგება. მოიცავს საწყისიდან საშუალოს წინა საფეხურს. შემდეგ ბავშვები გადადიან თინეიჯერების მე-2 საფეხურზე.
|
|